წმიდა მოწამე ირაკლი მხედარი (IIIს.)

ხსენება 22 ოქტომბერი (4 ნოემბერი)

III საუკუნეში ქალაქ ადრიანოპოლში მართლმორწმუნეთა დევნის მიუხედავად, იქ მოღვაწე ეპისკოპოსი ალექსანდრე გაბედულად ქადაგებდა ქრისტიანობას , რის გამოც ოლქის მმართველმა მეომრებს უბრძანა, შეეპყროთ და ეწამებინათ მღვდელმთავარი. მხედართა შორის იყო ირაკლიც. ნეტარი ალექსანდრე მოთმინებით იტანდა მრავალგვარ სატანჯველს. მისი სიმშვიდით გაოცებულმა ირაკლიმ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, რის გამოც იგი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

 

წმინდა ირაკლის
ტროპარი

მოწამემან შენმან უფალო ირაკლი ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ირაკლი, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.