წმინდა ქალწულმოწამე ბარბარე
ყრმათა მფარველი და მკურნალი

ბარბარეს წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრთხენი შემუსრა, და, ვითარცა სირი, განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

ლოცვა წმინდა დიდმოწამე გიორგისადმი

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ლოცვა წმინდა მოციქულთა სწორისა დედისა ჩვენისა ნინოსადმი

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ლოცვა წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზისადმი

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.