|
მირქმის ტროპარი |
|
მირქმის კონდაკი |
|
გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდე შენცა, მოხუცებულო, მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვნიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა. |
საშოი რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა, და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ, ვითარცა გშვენოდა, უსწვრვე აწცა და გვაცხოვნენ, ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქეობაი ჩვენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთმოყვარეო. |