ფერისცვალების ტროპარი

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა, და გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისაჲთა, ნათლისა მომცემელო, უფალო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი

მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და რაოდენ ძალ-ედუა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე, რაჲთა, რაჟამს იხილონ ჯუარცუმაჲ შენი, გულისხმა-ჰყონ, ვითარმედ ვნება იგი ნებსით არს, და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისაჲ.