![]()
ლოცვა საზრდელის მიღების შემდეგ
გმადლობ, შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ ქვეყნიერთა კეთილთა
შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისასა სასუფეველსა, არამედ, ვითარცა შორის მოწაფეთა
შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეთვე მოვედ ჩვენთანა და
გვაცხოვნე ჩვენ. ამინ.