ბავშვებო, იცით რატომ გამოიყენება ზარი ეკლესიაში? ზარების ჩამორეკვა მორწმუნეებს ღვთისმსახურების დაწყებას აუწყებს. საეკლესიო ზარების რეკვის სხვადასხვა წესი არსებობს. განასხვავებენ აგრეთვე ე.წ. სამეუფო ზარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ღვთისმსახურებას პატრიარქი ან მღვდელმთავარი აღასრულებს, მაშინ ზარები საგანგებო წესით ირეკება.