წირვაზე „რომელი ქერუბიმთას“ გალობის დროს, მღვდელმთავარი სამეუფო კართან, სტიქაროსნების დახმარებით, მრევლის წინაშე ხელებს განიბანს. ხელთბანვა განასახიერებს სიწმიდესა და უბიწოებას ღვთისმსახურებაში და სასულიერო პირს შეახსენებს, რომ იგი მსახურებას სულიერად და ხორციელად განწმენდილი უნდა შეუდგეს.
![]()