რა არის ტროპარი?

ტროპარი მცირე ზომის საგალობელია, რომლითაც განადიდებენ იესო ქრისტეს, ღვთისმშობელს ან წმიდანებს. ამ საგალობლით მათგან მეოხებას ვითხოვთ. „ტროპარი“ ბერძნული სიტყვაა და ქართულში მისი მხარება მე-18 საუკუნიდან დაიწყეს, ადრე კი იხმარეობდა ქართული შესატყვისი - „დასდებელი“.

რა არის კონდაკი?

კონდაკიც ბერძნული სიტყვაა და ქართულად „მოკლეს“ ნიშნავს. ეს არის საგალობელი, რომელშიც მოკლედაა აღწერილი ესა თუ ის დღესასწაული ან წმიდანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენები.