სიონი

ბავშვებო, როგორც იცით, სიონი თბილისის საპატრიარქო ტაძარს ეწოდება, რომელშიც უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქი ილია II წირვა-ლოცვას აღასრულებს. არსებობს ასევე ატენის სიონი, ბოლნისის სიონი... მაგრამ იცით, თუ არა ამ ტაძრების სახელწოდებების წარმომავლობა?

წმიდა სიონის მთაზე, რომელიც იერუსალიმის მახლობლად მდებარეობს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფლავია განთავსებული. სწორედ მის საპატივცემულოდაა სახელდებული თბილისის, ატენისა და ბოლნისის სიონის ტაძრებიც, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული.

მარიამ გაგუა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№12(28). 2004წ. 11 ივნისი