სეფისკვერს მცირე ზომის პურის კვერს უწოდებენ. იგი ტაძარში იყიდება. სეფისკვერი ორნაირია: ერთზე გამოსახულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მეორეზე კი - ჯვარი. მორწმუნეები სეფისკვერებს იძენენ და მოსახსენებელთან ერთად საკურთხეველში აგზავნიან. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოსახულებიან სეფისკვერი ცოცხლების მოსახსენიებლად იწირება, ხოლო ჯვრის გამოსახულების მქონე სეფისკვერს მიცვალებულთა მოსახსენიებლად სწირავენ.
![]()