საკმეველი, საცეცხლური

საკმეველი კეთილსურნელოვანი, ანუ სასიამოვნო სუნის მქონე ნივთიერებაა. მას გავარვარებულ ნახშირზე დებენ. საკმეველი გახურებულ ნახშირზე დნება და სურნელოვან კვამლს გამოჰყოფს, რომელსაც მღვდელი ხატებს აფრქვევს, ანუ უკმევს. იმ ჭურჭელს, რომელშიც გახურებულ ნახშირ-საკმეველს დებენ, საცეცხლური ეწოდება. ღვთისმსახურების დროს საცეცხლურით მღვდელი უკმევს ხატებს ჩვენი რწმენისა და თაყვანისცემის ნიშნად.