რიპიდები

რიპიდებს უწოდებენ გრძელ სამაგრზე წამოცმულ მრგვალი ფორმის ლითონის ფირფიტებს, რომლებზეც ანგელოზებია გამოსახული. ღვთისმსახურებისას რიპიდები სტიქაროსნებს ამბიონზე გამოაქვთ. მღვდელმსახურის მიერ საცეცხლურით ტაძრის შემოვლის დროს სტიქაროსნები ჯვრით, რიპიდებითა და ანთებული კელაპტრებით წინ უძღვიან მას.

რიპიდები განასახიერებენ ანგელოზთა თანამყოფობას ღვთისმსახურებაზე.