ჯვართან ერთად ეპისკოპოსები პანაღიას ატარებენ. „პანაღია “ მომრგვალებული ფორმის, გულსაკიდი პატარა ხატია. „პანაღია“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ყოვლადწმიდას“ ნიშნავს. ამიტომ მასზე ხშირად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია გამოსახული. პანაღია ფერადი თვლებით არის მორთული. ზოგჯერ მასზე შეიძლება გამოსახული იყოს თავად უფალი.
ჯვარს და პანაღიას ღვთისმსახურები მკერდზე დაკიდებულს ატარებენ ნიშნად იმისა, რომ მათი გული ქრისტეს რწმენითაა ანთებული.