„ოსანა“, „საბაოთ“

ალბათ დაკვირვებიხართ, რომ საღმრთო ლიტურღიაზე იგალობება შემდეგი საგალობელი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ; სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა; ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა“.

წმიდა წერილში ყოვლადწმიდა სამება მრავალი სახელითაა ხსენებული. „საბაოთ“ - ერთ-ერთი სახელია უფლისა. ის ებრაული სიტყვაა და ნიშნავს „მხედრობათა ძალს“.

„ოსანა“ - ასევე ებრაული სიტყვაა და ქართულ თარგმანში ხსნას ნიშნავს, ანუ „ოსანა მაღალთა შინა“ უფლის მიერ გამოხსნას განასახიერებს.

მარიამ გაგუა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№12(28). 2004წ. 11 ივნისი