ოლარი
არის სამღვდელო შესამოსელი. ოლარი ეწოდება საგანგებოდ შეკერილი ქსოვილის ფართო
ორმაგი ზოლი, რომელზეც ჯვრებია გამოსახული და რომელსაც მღვდელი კისერზე იკიდებს.
მას შეკრული გრძელი ბოლოები წინ აქვს ჩამოშვებული. ოლარი და სამაჯურები საეკლესიო
საიდუმლოებების შესრულების დროს მღვდელს აუცილებლად უნდა ეკეთოს.
ოლარ-სამაჯური განასახიერებს სულიწმიდის მადლს, რომელიც მოძღვარს ანიჭებს საეკლესიო საიდუმლოებათა შესრულების ძალმოსილებას.
ბავშვებო, როდესაც აღსარებას ამბობთ, მოძღვარი შენდობის ლოცვის წაკითხვის დროს თქვენ თავზე ოლარს გაფარებთ.