მოსახსენებელს უწოდებენ ჩვენს მიერ საკურთხეველში შეგზავნილ ფურცლებს, რომლებზეც
ვწერთ ჩვენი მშობლების, ნათესავების, მეგობრებისა და წინაპრების - ცალკე ცოცხლებისა
და ცალკე გარდაცვლილ ახლობლების სახელებს.მოსახსენებელში მარტო მართლმადიდებლურად
მონათლული ადამიანების სახელების ჩაწერა შეიძლება. ამ სახელებს საკურთხეველში წირვის
დროს კითხულობენ. ამით ჩვენს ახლობლებს უფალს ვავედრებთ და მათთვის მადლს ვითხოვთ.