მღვდელს ერთგული მსახურებისთვის მიტრის ტარების პატივითაც აჯილდოებენ. ეს პატივი ყველა მღვდელმთავარს აქვს.
მიტრა ფერადი თვლებითაა მოჭედილი და მცირე ზომის ხატებით არის მორთული. იგი სიმბოლოა იმ ეკლის გვირგვინისა, რომელიც მაცხოვარს თავზე დაადგეს. მიტრა სახარების სიმბოლოცაა, რადგან მღვდლად კურთხევის დროს მღვდელმთავარი მომავალ მღვდელს თავზე გაშლილ სახარებას ადებს. მიტრაზე გამოსახულია მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მახარებელთა ხატები.