მირონი

მირონი სურნელოვან ზეთს ეწოდება, რომელიც პატრიარქის მიერ განსაკუთრებული წესის შესრულებით საგანგებოდ იხარშება. მირონის დამზადების უფლება მხოლოდ ავტოკეფალურ, ანუ დამოუკიდებელ ეკლესიებს შეუძლიათ. საქართველოში მირონი ბოლოს 1995 წელს მოიხარშა.

მირონს ადამიანს ნათლობისას სცხებენ. მირონი ასევე ეცხება მეფეს კურთხევისას.