მეტანია

იმისათვის, რომ გამოვხატოთ ღვთისადმი თაყვანისცემა, ლოცვის დროს ჩვენ ფეხზე ვდგევართ. დამჯდარი ლოცვა შეუძლიათ მხოლოდ მოხუცებსა და სნეულებს.

ჩვენი ცოდვების აღიარებისას, უფალთან შერიგების ნიშნად, ლოცვისას ვაკეთებთ მეტანიებს. „მეტანია“ ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს.

არსებობს ორი სახის მეტანია: მცირე მეტანია, როდესაც თავს ვხრით წელში მოხრით და დიდი მეტანია, როდესაც ვდგებით მუხლებზე და თავით მიწას ვეხებით.