სამღვდელმთავრო კვერთხი

ეპისკოპოსებს ხელთ უპყრიათ კვერთხი. მღვდელმთავარი კვერთხით სიმბოლურად მწყემსს გამოხატავს, ვინაიდან ისე ზრუნავს თავის სამწყსოზე, როგორც მწყემსი ფარაზე. სახარებიდან ვიცით, რომ თვად მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ მწყემსი კეთილი“.

სამღვდელმთავრო კვერთხი ორნაირია, განსხვავებული და გამშვენებულია სამღვდელმთავრო კვერთხი, რომელიც ღვთისმსახურებისას ეპისკოპოსს ხელთ უპყრია, ეკლესიის გარეთ მღვდელმთავარი უფრო სადა კვერთხს ატარებს.

სამღვდელმთავრო კვერთხს აქვს ღუზის ფორმის მსგავსი თავი, რომელსაც ჯვარი აგვირგვინებს. ღუზა სამღვდელმთავრო კვერთხზე სიმბოლურად მორწმუნეთა გადარჩენასა და სარწმუნოების მტრების განდევნას ნიშნავს, ხოლო ჯვარი ქრისტეს რწმენისა და გადარჩენის სიმბოლოა.