საყვარელო ბავშვებო, იცით, ვის უწოდებენ კათაკმევლებს?
კათაკმევლებს იმ ადამიანებს უწოდებენ, რომლებიც ნათლობისათვის ემზადებიან.
დღეს ეკლესიაში დაწესებულია წმიდა ნათლობა ჩვილობის ასაკში. ძველად, პირველ ეკლესიაში ზრდასრული ადამიანები ინათლებოდნენ. ეს დღესაც ხდება. ზრდასრული ადამიანები ნათლობისათვის საგანგებოდ ემზადებიან. ისინი კითხულობენ წმიდა წერილს, სწავლობენ ლოცვებს, ესწრებიან ღვთისმსახურების ნაწილს. სწორედ ასეთ ადამიანებს უწოდებენ კათაკმევლებს. წირვის დროს, როდესაც წმიდა ზიარების საიდუმლო სრულდება, კათაკმევლებს დასწრების უფლება არ აქვთ, რადგან ჯერ ისინი ეკლესიის წევრები არ არიან. ამ დროს მათ უნდა დატოვონ ტაძარი და გარეთ გავიდნენ. ამას კი მათ დიაკონი შეახსენებს, როცა კათაკმეველთა კვერექსის წარმოთქმისას მოუწოდებს: „კათაკმეველნო, განვედით, თუ ვინმე კათაკმეველთაგანი ხართ, განვედით!“
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება
ბავშვებისათვის“
№19(35) 2004 წ. 19 ნოემბერი