დიკირ–ტრიკირს იმ ერთად შეერთებულ, ანთებულ კელაპტრებს უწოდებენ, რომელთა საშუალებით ღვთისმსახურებისას მღვდელმთავარი ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავს – აკურთხევს.
დიკირი ორ შეერთებულ კელაპტარს ეწოდება და სიმბოლურად გამოსახავს იესო ქრისტეს ორ ბუნებას – კაცობრივსა და ღვთაებრივს, რადგან უფალი ღმერთ–კაცია.
ტრიკირი სამ შეერთებულ კელაპტარს ეწოდება და სიმბოლურად ყოველდაწმიდა სამებას გამოხატავს.
დიკირ–ტრიკირით ჯვრის გამოსახვა უფლის მაკურთხეველი მარჯვენის განსახიერებაა.