![]()
არტოსს უწოდებენ ფორმით პასკის მსგავს პურს. სააღდგომო ღვთისმსახურებაზე საკურთხევლის კარი იღება და მთელი კვირის განმავლობაში (7 დღე) ღია რჩება. საკურთხევლის ღია კარში ტაბლა (პატარა მაგიდა) იდგმება, რომელზეც არტოსი იდება. ამ კვირის განმავლობაში იგი იკურთხება. კვირის ბოლოს კი არტოსს მცირე ზომის ნაჭრებად ჭრიან და მორწმუნეებს ურიგებენ.
მორწმუნე არტოსის ამ ნაჭერს მთელი წლის განმავლობაში ინახავს და ავადმყოფობის ან რაიმე განსაცდელის დროს ღებულობს, რადგან არტოსს, აღდგომის მადლით განსაკუთრებული მაკურნებელი ძალა გააჩნია.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№4. 2003წ.
25 აპრილი