ღვთისმსახურების დროს მღვდელმთავრებს ფეხქვეშ „არწივს“ უგებენ. „არწივი“ ეწოდება მცირე ზომის მრგვალ ხალიჩებს, რომლებზეც გამოსახულია ქალაქის თავზე მფრინავი არწივი. „არწივი“ სიმბოლურად ღვთაებრივ ძალას განასახიერებს, რომელიც მღვდელმთავარს უფლისაგან ეძლევა. იგი აგრეთვე ნიშანია იმისა, რომ, მსგავსად ამ მფრინველისა, ეპისკოპოსიც უნდა ამაღლდეს მიწიერზე და თავისი მზერა ზეციურისკენ მიმართოს.
![]()