ათასწლეულის მშენებლობა

ბავშვებო, თქვენ ალბათ უკვე გაიგეთ, რომ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, თბილისში ყოვლადწმიდა სამების ახალი საპატრიარქო ტაძარი იკურთხება. ამიერიდან ყოველ კვირას პატრიარქი სწორედ იქ შეასრულებს ხოლმე წირვას. ეს საქართველოს ყველაზე მაღალი და დიდი ტაძარია. ამ უზარმაზარ ეკლესიაში 12 საკურთხეველია: ყოვლადწმიდა საამების, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების, წმიდა გიორგის, წმიდა იოანე ნათლისმცემლის, წმიდა ანდრია პირველწოდებულისა და სხვ. ამ ტაძარში უამრავი ადამიანი - დიდი თუ პატარა - მივა ხოლმე და საქართველოსთვის ილოცებს. მათ შორის, ალბათ თქვენც.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№19(35) 2004 წ. 19 ნოემბერი