![]()
მკვდრეთით აღმდგარი უფალი ერთბაშად არ ამაღლებულა ზეცად, არამედ ორმოცი დღის განმავლობაში ეცხადებოდა მოციქულებს და სხვადასხვა ღვთიურ საიდუმლოთა შესახებ ასწავლიდა და განუმარტავდა მათ. მეორმოცე დღეს კი, როცა მოწაფეები ერთად იყვნენ შეკრებილნი, უფალი გამოეცხადა მათ და აუწყა, რომ მოვიდა დრო, როცა იგი უნდა ამაღლებულიყო ზეცად და დამჯრადიყო მარჯვენით მამისა, მოციქულებს კი მოუვლენდა თავის წმიდა სულს, რომელიც განანათლებდა მათ და წარუძღვებოდა მოციქულებრივ საქმიანობაში. ამის შემდეგ იესო ქრისტემ იწყო ამაღლება ზეცად. გაოცებული მოციქულები შეჰყურებდნენ დიდხანს, სანამ უფალი ღრუბლებს არ მიეფარა. ამ დროს მათ დაინახეს ორი ანგელოზი ნათლით მოსილ ჭაბუკთა სახით, რომელთაც აუწყეს მათ: კაცნო, რას უყურებთ ცაში? უფალი იესო, როგორც ამაღლდა ზეცად, ისევე დაბრუნდება დიდებით.
გახარებული მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ, იმ სახლში იმყოფებოდნენ, სადაც ქრისტემ პირველად აზიარა ისინი და ელოდნენ იესოს მიერ დაპირებულ სულიწმიდის გარდამოსვლას.