ასი ათასი ქართველი მოწამე,
თბილისში წამებულნი
![]()
წმინდა მეფის თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა. ჩვენს საზღვრებს მონღოლთა უზარმაზარი ურდო მოადგა ჯალალ-ედ-დინის მეთაურობით.
ჯალალ-ედ-დინს ქართველები გარნისთან შეებნენ, მაგრამ დამარცხდნენ. მტერი ამ გამარჯვებით არ დაკმაყოფილებულა. ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. მაგრამ არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. მაგრამ არცერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არცერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურჯულოებმა არ დაინდეს არც მოხუცები და არც ბავშვები. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 000 მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს.