რას გვიამბობს შობის კონდაკი

შობის კონდაკი:

ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.

ლოცვები ძველი ქართული ენით დაიწერა, ამიტომ თქვენთვის ცოტა ძნელია მათი გაგება. ჩვენ დაგეხმარებით საშობაო ლოცვის გააზრებაში.

დღეს ქალწული მარიამი შობს ყველა არსებაზე მაღალს, უმეტესს - იესო ქრისტეს. მართალია, იესომ მოისურვა პატარა ბავშვად დაბადებულიყო, მაგრამ ის ხომ არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ის ღმერთკაცია. ნამდვილი ღმერთი და თან ნამდვილი ადამიანი.

ყველა და ყველაფერი მადლიერია მისი. ქვეყანა - გამოქვაბულს უძღვნის მას, ანგელოზები - საგალობლებს, მწყენსები და მოგვები - თაყვანისცემას, ზეცა - ვარსკვლავს. მაგრამ ყველაზე მეტს პატარა იესო გვჩუქნის. ის თავის თავს, თავის სიცოცხლეს სწირავს და ასე გვასწავლის სიყვარულს. მას ახალი ყრმა (ანუ ბავშვი) იმიტომ ეწოდება, რომ სრულიად ახალი სიცოცხლე მოგვიტანა ადამიანებს. ღმერთს, რომელიც საუკუნეების უწინ, ანუ ყველაფერზე ადრე არსებობდა, სურს, რომ ჩვენც სულ მასთან ერთად ვიცხოვროთ და სიცოცხლე არასოდეს დამთავრდეს.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№1(17). 2004წ. 1 იანვარი