ხათუნა რაქვიაშვილი
აღდგომისა და ამაღლების შემდგომ იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს - მოციქულებს დაუტოვა ძალაუფლება ღვთისმსახურების და ცოდვათა მიტევების. მოციქულთა საქმის გამგრძელებლები არიან ეპისკოპოსები და მღვდლები. მათ ეს მადლი მიიღეს ხელდასხმით, ანუ კურთხევით. ბიბლია გვასწავლის, რომ ქრისტეს მოციქულები თავიანთ მოწაფეებს უწოდებდნენ „შვილს“, მოწაფეები კი თავიანთ მოძღვარს - „მამას“. რადგან მღვდლები მოციქულთა საქმის გამგრძელებლები არიან, მათაც ასევე ვუწოდებთ „მამაოს“.
ეპისკოპოსებს კი მოციქულთა სწორი მადლი აქვთ. მათ მივმართავთ ასე - „მეუფეო“, რამეთუ ისინი მიწაზე იესო ქრისტეს მეუფებას გამოხატავენ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№5(21). 2004წ.
4 მარტი