მადლი

ბავშვებო, გესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა? მადლი - ღვთის ლოცვა-კურთხევას, ჩვენზე მოვლენილ წყალობას ნიშნავს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ყოველი მორწმუნე უნდა ეცადოს, მოიხვეჭოს მადლი სულისა წმიდისა. ამისთვის საჭიროა ლოცვა, მარხვა, მშობლებისადმი მორჩილება, მოწყალების საქმე. ეს ყოველ თქვენგანს შეუძლია. უნდა იცოდეთ, რომ ღვთისადმი აღვლენილ გულწრფელ ლოცვას დიდი ძალა აქვს, რადგან მას აუცილებლად ისმენს უფალი.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხშირად მოუწოდებს ბავშვებს, ილოცონ ჩვენი სამშობლოსთვის, რათა უფალმა მოგვმადლოს მშვიდობა და კეთილდღეობა.

მარიამ გაგუა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანის დამატება ბავშვებისათვის“
№7(23). 2004წ. 1 აპრილი