
ცხოველები ბევრნაირ საშუალებას იყენებენ თავდაცვისათვის. ერთ-ერთი კიბორჩხალა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ცხოვრობს, ზურგზე იყრის ყველაფერს, რაც კი „ხელთ მოხვდება“. სწორედ ამისათვის მას კიბორჩხალა-მეძველმანე შეარქვეს.
რას არ ნახავთ მის ზურგზე: თევზების თავებს, მინის ნატეხებს, მოლუსკების ცარიელ ნიჭარებს, მოკლედ, ყველაფერ იმას, რაც მისი ზურგიდან არ გადმოვარდება.
მტრის თავდასხმის დროს კიბორჩხალა-მეძველმანე თავდამსხმელს მაშინვე ზურგს მიუშვერს. მართლაც, ცდუნება დიდია. სანამ წყლის ავაზაკი კიბორჩხალა-მეძველმანის ზურგიდან „მოპოვებული“ თევზის თავით ან ცარიელი ნიჟარითაა გართული, კიბორჩხალა-მეძველმანე სამშვიდობოს გადის და გასაჭირს თავს აღწევს.
ასე რომ, კიბორჩხალა-მეძველმანის „კოლექცია“ საიმედი ფარია მტრისაგან თავის დასაცავად.
გამოყენებული ლიტერატურა:
ა. ჯანაშვილი „სახალისო ზოოლოგია“
თბილისი, 1978