სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან:
მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?

ძვირფასო ბავშვებო!

 

17 იანვარი

სარწმუნოების გვერდზე რუბრიკაში საკითხავი ქრისტიან ყრმათათვის - ეპიზოდები წმინდანთა ცხოვრებიდან წაიკითხავთ საინტერესო ისტორიებს სხვადასხვა წმინდანების ცხოვრებიდან.

 

 

20 აგვისტო

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ლექსები ყველაზე პატარებისათვის - გთავაზობთ ზაქარია შერაზადაშვილის ლექსებს.

 

 

23 მაისი

ისტორიის გვერდზე რუბრიკაში ქართული კულტურა შეიტყობთ, როგორ სრულდება  ცეკვა „ქართული“ და რა შინაარსი დევს მასში.

 

 

3 მაისი

სარწმუნოების გვერდზე რუბრიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმო შეგიძლიათ წაიკითხოთ, როდის და როგორ წარმოიშვა საღვთო ლიტურგია, იგივე წირვა. რა მნიშვნელობა აქვს მას, როგორი თანმიმდევრობითა და წესით სრულდება და სიმბოლურად რას გამოხატავს თითოეული მოქმედება და წარმოთქმული ლოცვები.

 

 

 

13 აპრილი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში პროზა - მოთხრობები გთავაზობთ ყველასათვის საყვარელი მწერილის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობებს: „გუგული“ და „ენძელა“.

 

 

 

5 აპრილი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში პროზა - ქართული ლიტერატურული ზღაპრები გთავაზობთ თანამედროვე ქართველი მწერლის თამარ (თამრი) ფხაკაძის ზღაპრებს, რომელთა მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მწერალ ირმა მალაციძეს.

 

 

 

31 მარტი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში პროზა - მოთხრობები სიამოვნებით გთავაზობთ თანამედროვე ქართველი მწერლის ირმა მალაციძის საბავშვო მოთხრობებს, ხოლო რუბრიკაში პოეზია - ლექსები ყველაზე პატარებისათვის - მისივე ლექსებს. დარწმუნებულნი ვართ, თქვენთვის ძალიან ახლობელი და საყვარელი გახდება ეს ნაწარმოებები, რადგან თავად ასხივებენ დიდ სითბოსა და სიყვარულს.

 

 

 

29 მარტი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ქართველი მწერლები გთავაზობთ ქართველი სიმბოლისტი პოეტის, „ცისფერყანწელთა“ წარმომადგენლის - პაოლო იაშვილის ბიოგრაფიას.

 

 

28 მარტი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ქართველი მწერლები გთავაზობთ ქართული საბავშო მწერლობის ერთ-ერთი დიდი მოამაგის - შიო მღვიმელის ბიოგრაფიას, ხოლო რუბრკაში -  ლექსები ყველაზე პატარებისათვის - შიო მღვიმელის ლექსებს.

 

 

26 მარტი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ლექსები ყველაზე პატარებისათვის - გთავაზობთ თანამედროვე მწერლის - მარიამ წიკლაურის ლექსებს. დარწმუნებული ვართ, ჩვენს პატარებს მოეწონებათ ეს მხიარული და ორიგინალური ლექსები.

მასალის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მწერალ ირმა მალაციძეს.

 

 

24 მარტი

ისტორიის გვერდზე რუბრიკაში სხვადასხვა საკითხები საქართველოს ისტორიიდან გთავაზობთ სტატიას: გიორგი სააკაძე - გმირი თუ მოღალატე?!.

 

 

3 თებერვალი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ლექსები - დაემატა ახალი ლექსები.

 

 

 

9 იანვარი

ისტორიის გვერდზე რუბრიკაში საქართველოს ქალაქები გთავაზობთ ცნობებს ქალაქ გორის ისტორიიდან.

 

 

7 იანვარი

სარწმუნოების გვერდზე რუბრიკაში დღესასწაულები შეგიძლიათ წაიკითხოთ შობის დღესასწაულის შესახებ, რუბრიკაში ქრისტიანული ტრადიციები - შობასთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ, ხოლო რუბრიკაში სულიერი სწავლებანი - მოგვებისა და მათ მიერ ქრისტესთვის მირთმეული ძღვენისა და დღესდღეობით ამ ძღვენის ადგილსამყოფელის შესახებ.

 

 

24 დეკემბერი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ლექსები - საახალწლო - დაემატა ახალი ლექსები.

 

 

10 დეკემბერი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ხატოვანი სიტყვა-თქმანი გთავაზობთ ქართულ ხატოვან-სიტყვა თქმებს, თედო სახოკიას მიხედვით, და ქართულ იდიომებს, ალ. ონიანის მიხედვით.

 

 

26 ნოემბერი

ისტორიის გვერდზე რუბრიკაში საქართველოს მეგობრები გაგაცნობთ გერმანელ მწერალს, პუბლიცისტსა და მთარგმნელს, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებულ ადამიანს, ილია ჭავჭავაძის უახლოეს მეგობარს - არტურ ლაისტს.

 

 

8 ნოემბერი

დღეს არის დაბადების დღე წმინდა ილია მართლისა (ჭავჭავაძის). 171 წლის წინ მოევლინა იგი ქვეყანას და მთელი ცხოვრება საქართველოზე ზრუნვას შეალია. ქვეყნისა და ხალხისათვის დაუღალავი ღვაწლით მან უკვდავ-ჰყო თავისი სახელი. თუმცა „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო“ და ილიასაც ჰყავდა არაკეთილმოსურნენი, რომელნიც უამრავ ჭორს ავრცელებდნენ მის სისასტიკეზე, უმოწყალობაზე და ა.შ. მაგრამ სიმართლე ყოველთვის ზეიმობს. ჭორებიც ქარვდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. მიუხედავად მცდელობისა, ბოროტმა ენამ ვერ შეძლო შეებღალა წმინდა ადამიანის სახელი, რასაც ადასტურებს უამრავი ადამიანის მოგონება, რომელთაგან ზოგიერთს წარმოგიდგენთ ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში ქართველი მწერლები - მოგონებები, ხოლო რუბრიკაში აფორიზმები - წარმოგიდგენთ თავად ილია ჭავჭავაძის სხარტულებსა და აფორიზმებს, რომლებიც ამოკრეფილია მისი სხვადასხვა თხზულებიდან, და რომლებშიც აშკარად ჩანს მისი მსოფლმხედველობა.

 

 

13 სექტემბერი

ისტორიის გვერდზე რუბრიკაში სხვადასხვა საკითხები საქართველოს ისტორიიდან გთავაზობთ შიდა ქართლში ოსებისა და სამცხე-ჯავახეთში სომხების ჩამოსახლების ისტორიას.

 

 

10 სექტემბერი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში პროზა - თარგმანები გთავაზობთ ფრანგი მწერლის, ფრანსუა რაბლეს მოთხრობას „უკანასკნელი გაკვეთილი“.

 

 

8 ივლისი

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში პროზა - თარგმანები გთავაზობთ ოსკარ უაილდის ზღაპრებს „ბედნიერი უფლისწული“ და „ბულბული და ვარდი“, ხოლო რუბრიკაში მოთხრობები - ი. ტალიაშვილის „ორი სკამი“ და პ. მოისწრაფიშვილის „შეუძლებელი არაფერია“.

 

 

20 ივნისი

თქვენ იცით, რომ ყოველ ქრისტიანს მფარველ ანგელოზთან ერთად პატრონობს მისი მოსახელე წმინდანი. ისინი დაუცხრომლად ევედრებიან ღმერთს ჩვენთვის. მაგრამ არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ ზეციური მფარველნი და ყოველთვის უნდა ვლოცულობდეთ მათდამი, შევთხოვდეთ მეოხებას ღვთის წინაშე და შეწევნას კეთილი საქმეების აღსასრულებლად. ბევრი შეიძლება არ იცნობდეს თავის მოსახელე წმინდანს და არ იცოდეს, როგორ ევედროს მას. სარწმუნოების გვერდზე გთავაზობთ ახალ რუბრიკას ჩემი მფარველი წმინდანი, სადაც თქვენ გაეცნობით მოკლე ისტორიას წმინდანთა ცხოვრებისა. აქვე წარმოდგენილია ლოცვები, რომლითაც შეგიძლიათ მიმართოთ მათ.

 

 

14 მაისი

გილოცავთ თამარობას! წმინდა თამარ მეფემ დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!

ლიტერატურის გვერდზე რუბრიკაში პოეზია - ხალხური ლექსები - გთავაზობთ ლექსების ნაკრებს „თამარ მეფე ხალხურ პოეზიაში“.

 

27 აპრილი

სარწმუნოების გვერდზე რუბრიკებში დღესასწაულები, სულიერი სწავლებანი, ქრისტიანული ტრადიციები, საკითხავი ქრისტიან ყრმათათვის თქვენ შეგიძლიათ შეიტყოთ აღდგომის დღესასწაულის, მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლის, ქრისტეს აღდგომის ისტორიული მოწყობებისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ, ასევე, წაიკითხოთ სხვადასხვა მწერლების მოთხრობები აღდგომის დღესასწაულზე.

 
27 მარტი

ისტორიის გვერდზე რუბრიკაში სხვადასხვა საკითხები საქართველოს ისტორიიდან გთავაზობთ საქართველოში აფსუების ჩამოსახლების ისტორიას.