იულან ტუვიმი ცნობილი პოლონელი პოეტი და საზოგადო მოღვაწეა. იგი დაიბადა 1893 წელს. ყრმობის წლები ლობში გაატარა. მისი ლექსების პირველი კრებული 1918 წელს გამოიცა. ამას სხვა კრებულებიც მოჰყვა და მალე ტუვიმმა პოლონელი ხალხის დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა.
იულან ტუვიმი დიდად აფასებდა ქართულ ლიტერატურას. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი გატაცებით თარგმნიდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“, რომლის ნაწყვეტებიც პოლონურ პრესაში გამოქვეყნდა.
ტუვიმი არ ივიწყებდა პატარა მკითხველებს. მან ბავშვებს მრავალი შესანიშნავი ლექსი დაუწერა. მისი ლექსები სხვადსხვა ენებზე ითარგმნა, მათ შორის, ქართულადაც. იულან ტუვიმის ლექსებმა ბავშვების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იულან ტუვიმი გარდაიცვალა 1954 წელს.