ოქროს თავთავი
(ზღაპარი)
VI
ყმაწვილი ისევ ხელ-მარჯვედ
შეუდგა მუშაობასა;
საღამო-ჟამზედ გრძნობდა ის
რაღაცა დაღლილობასა.
გაგორდა იქვე ჩეროში
და თავი მისდო ხეზედა,
უცბად რაღაცამ დასუსხა
და წამოვარდა ზეზედა:
იქ, სადაც იწვა, ჭინჭველნი
გამოსულიყვნენ გარედა
და, რომ გაეგდოთ ბუდიდამ,
კბენა დაეწყოთ მწარედა.
- საძაგლებიო! - სთქვა ბავშვმა:
რაღა აქ დაიბუდესა!
და ჩააზილა მან წიხლი
ჭიანჭველების ბუდესა.
შემდეგ ძნა წამოიკიდა,
შინ გამოსწია მწყრალადა...
ძნა ისევ დარჩენილიყო
მაინც იმ ნამჯა-ჩალადა.