ოქროს თავთავი
(ზღაპარი)
V
დილა ადრიან ყანაში
წავიდა დაღონებული;
ვერ მიმხვდარიყო პატარა
და იყო გაოცებული,
თუ რა ჰქნა, რა მოუვიდა,
რა დააშავა გუშინა?აქ ანგელოზი პურისა
უეცრად გაჩნდა მის წინა
და უთხრა: - გახსოვს თავისთვის
ჩიტი რომ ჭიკჭიკებდაო,
ქვა რად ესროლე საბრალოს,
აბა რას გიშავებდაო?!
ამიტომ ვერ გადაგექცა
ოქროს თავთავად ყანაო...
რასაც გარიგებ, იმ წუთში
შენ გავიწყდება განაო?!
მუდამ რომ იყო კეთილი,
განა რა დაგაკლდებაო?
მით ყველას გულსა მოიგებ
და ნატვრაც აგიხდებაო.