ერთი
ვირი დამშრალ ჭაში ჩავარდა. სანამ პატრონი გადაწყვეტილებაზე ფიქრობდა, ცხოველი
საწყალობელ ხმებს გამოსცემდა. ბოლოს ფერმერმა ჩათვალა, რომ ვირი დაბერებულია,
ფერმას ვერაფერს არგებს და თავის მეზობლებს ჭის ამოსავსებად დაუძახა. მეზობლებიც
გვერდში ამოუდგნენ.
ვირი უმალ მიხვდა, რაც მოელოდა და ერთი ხმამაღლა შეჰყვირა, უცბად კი ყველას გასაკვირად ჩაჩუმდა.
ნაწილი მიწის ბელტების ჩაყრის შემდეგ ფერმერმა ჭაში ჩაიხედა და გაოცებული შედგა. მიწის ყოველი პარტიის ჩაყრის შემდეგ ვირუკელა სრულიად გასაოცარ რამეს აკეთებდა. ის შეიფერთხებოდა და ჩაყრილ მიწას ზემოდან მოექცეოდა. ყველა გამალებული მუშაობდა. ვირიც იფერთხებოდა და ზურგიდან გადაყრილ მიწას ზემოდან ადგებოდა. მალე ყველა გაოცდა მომხდარით. პირუტყვი ზემოთ ამოვიდა, გადაახტა ჭის კიდეს და გაიქცა.
იცოდეთ, ცხოვრება მრავალი განსაცდელითა და სიბინძურითაა სავსე და ყოველთვის, როცა იგრძნობთ, რომ ვიღაც ცდილობს მიწის ბელტები დაგაყაროთ - შეიფერთხეთ და ზევით ასვლას შეეცადეთ, რადგან ყოველი სირთულე - ახალ სიმაღლეზე ასვლის შესაძლებლობაა.
თუკი არ დანებდებით და არ შეჩერდებით, ყველაზე დიდი ჭიდან ამოსვლაც შესაძლებელია.