ეს თაიგული დედაჩემისაა!

პატარა გოგონა მინდორში ყვავილებს კრეფდა. გზად მიდიოდა ერთი კაცი, მიუახლოვდა პატარას და ჰკითხა:

- ჩემო პაწაწინავ, გიყვარს ქადა?

- დიახ, ბატონო, ქადა ძალიან მიყვარს.

- მაშ კარგი, მომეცი ეგ თაიგული, რომელიც შენ ხელში გიჭირავს, და მე სამაგიეროდ ქადას მოგცემ.

- ამის მოცემა არ შემიძლია, ბატონო!

- არა? მაშ ორ ქადას მოგცემ... მაინც არ გინდა?.. დაიჭი სამი, ოთხი, ექვსი... როგორ თუ? არ მესმის, განა სამყოფი არ არის? ეჰ! მაშ რა ფასი გინდა მაგ თაიგულში?

- ეს თაიგული დედაჩემისავის მოვამზადე და არაფრის გულისათვის არ გაგიცვლით ქადაზე.

- რა კარგი ბავშვი ყოფილხარ, ჩემო ლამაზო! მე შენ მოგცენ ქადებს, ეგ თაიგული კი დედაშენს მიუტანე.