ქურდი სტუმრად იყო. მასპინძელი ხელგაშლით დაუხვდა, მაგრამ ქურდმა თავისი არ დაიშალა, მასპინძელს მამალი მოპარა, კალთაში გამოიხვია და გაიპარა.
პატრონი უკან დაედევნა და მამალი მოჰკითხა. ქურდი იფიცებოდა, არაფერი ვიციო, კალთიდან კი მამლის ბოლო უჩანდა. პატრონმა უპასუხა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.