ერთ სამჭედლოდან ორი ერთნაირი სახნისი გამოვიდა. ერთი სულ ხვნაში იყო, მეორე კუთხეში ეგდო. დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ. ერთს ლაპლაპი გაჰქონდა, მეორე კი ჟანგით იყო შეჭმული. ჟანგიანმა ჰკითხა: ეგრე რამ გაგამშვენიერაო? - შრომამო, - მიუგო ლაპლაპამ.