ქოთნები ერთად შეგროვილიყვნენ. ერთი უფრო მაღლი ქოთანი შუაში ჩამდგარიყო და იკვეხნიდა: მე თქვენისთანა როდი ვარ, მე ოქროს ძირი მაქვსო. უცებ თავს წაადგა ცაცხვი.
მკვეხარა ქოთანს შერცხვა და ხმა გაკმინდა.