ერთ სახლში თაგვები მომრავლდნენ. სახლის პატრონმა კატა გაიჩინა. მაგრამ კატა ახირებული ზნისა გამოდგა. ისე ფეხს არ გადაადგამდა, რომ ხმამაღლა არ დაეჩხავლა, ვითომ, შემომხედეთ, რა გამრჯელი ვარო.
თაგვები ამის გამო ყოველთვის ადრევე იგებდნენ კატის მიახლოებას და იმალებოდნენ. კატამ ვერც ერთი თაგვი ვერ დაიჭირა.
სახლის პატრონმა მჩხავანა კატა გარეთ გააგდო.