ლომს ეძინა. თაგვმა ტანზე გადაურბინა. ლომმა გამოიღვიძა და დაიჭირა. თაგვმა უთხრა: გამიშვი და შეგეწევიო. ლომმა გულიანად გაიცინა და თაგვი გაუშვა.
გავიდა ხანი. მონადირეებმა ლომი დაიჭირეს და თოკით ხეზე მიაბეს. თაგვმა გაიგონა ლომის ღრიალი, მიირბინა, გადაღრღნა თოკი და ლომს უთხრა: გახსოვს, რომ დამცინეო? ახლა ხომ ხედავ, რომ პაწაწინა თაგვსაც შეუძლია დახსნა დიდი ლომისაო.