ერთ კაცს ურმით თივა მიჰქონდა. წინ მგზავრი შემოეყარა.
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს!
- ეგ რა მიგაქვს?
- შეშა.
- რას ამბობ, კაცო, რის შეშა? თივა გიძევს ურემზე!
- აბა, თვითონვე რომ კარგად ხედავ, რაც მიმაქვს, რაღას მეკითხები?!