იაკობ გოგებაშვილის მიხედვით

ირემი

ირემმა ჩაიხადა წყალში და თავისი ჩრდილი დაინახა. ძალიან მოეწონა თავისი გრძელი და ტოტიანი რქები. მერე ფეხებზე დაიხედა და თქვა: რა ლამაზი ვიქნებოდი, ეს წვრილი და თხელი ფეხები რომ არ მაუშნოებდნენო. უცებ გამოხტა ლომი და გაექანა ირმისაკენ. ირემი ტრიალ მინდორზე ისარივით გაფრინდა, მაგრამ როცა ტყეში შევარდა, რქები ხის ტოტებში გაეხლართა და ლომმა დაიჭირა. იღუპებოდა ირემი და ამბობდა: აი, შე სულელო ჩემო თავო! რასაც იწუნებდი, იმათ ხიფათს გადაგარჩინეს და რაც მოგწონდა, იმათ კი დაგღუპესო.