ჭიანჭველას წამოეკიდა ოთხი თავისოდენა ტვირთი, მიათრევდა და ჩიოდა:
- ჩემოდენა ჯაფაში სულდგმული არ არის, მაგრამ ქება კი არავისგან მესმის. აი, უღონო და ბზუილა ფუტკარი მარტო ყვავილებზე დაფრიალებს, მაგრამ ყველა იმის ქებაშია. მეტი უსამართლობა კიდევ იქნებაო?
ფუტკარმა ეს გაიგონა და უპასუხა:
- ძმაო, შენ მარტო შენი თავისთვის ზრუნავ, ჩემი შრომა კი ადამიანისთვისაც სასარგებლოა. ამიტომაც მაქებს მე ქვეყანა და შენ კი არავინ არაფრად გაგდებსო.