ძმამ პატარა სოსოს სათამაშო ცხენი აჩუქა. მარომ სოსოს ცხენს უცაბედად ფეხი მოსტეხა.
გაბრაზდა სოსო, მოიღერა მუშტი, მივარდა მაროს და ცემას უპირებდა.
- მე კი გაკოცებ, - უთხრა დამშვიდებით დამ ძმას.
სოსო შედგა, სახე გაუნათდა, თვალები გაუბრწყინდა და თქვა:
- მეც გაკოცებ, - და მოეხვია დას.