მამა და შვილი შემოსული ყანის პირას იდგნენ. შვილი დააცქერდა თავთავებს და მამას ჰკითხა: - მამილო, ეს რისგან არის, რომ ზოგს თავი ძირს დაუხრია, ზოგს კი ზევით აუშვერიაო?
მამა უპასუხა:
- რომელი თავთავიც სავსეა მარცვლებით, თავი დაუღუნავს, ცარიელს, ფშუტას კი, თავი აუშვერიაო.
- ჰო, ახლა კი მივხვდი, ჩემი უვიცი ამხანაგი ცხვირს მაღლა რად იწევსო, - თქვა შვილმა.