იაკობ გოგებაშვილის მიხედვით

ბუზი და ეტლი

ორი ბედაური ქარივით მიაქროლებდა ეტლს. ქვიშიანი გზა საშინელლად იმტვერებოდა. ბუზი გაექანა და დასკუპდა ეტლზე. ეგონა, ეტლს მე მივაქანებო და მოჰყვა თავმომწონებით ყვირილს: - ერთი შეხედეთ, რა კორიანტელი დავაყენეო.