კონსტანტინე გამსახურდია

ლირიული ინტერმეცცო*

(ნაწყვეტი რომანიდან „მთვარის მოტაცება“)

 

შევსცქერი ქართულ ასოებს და ასე მგონია: მე მათ შორის უნდა ამოვიკითხო მეთქი ჩემი გმირების უცნაური ბედი.

ნი, ნამგლისთვის მიუმსგავსებია მიწის მოყვარულ ქართველ ხალხს (ამიტომაც შეურქმევიათ „გეორგოს“ ძველბერძნებს ჩვენთვის).

ანი, ყელმოღერებულ სურებს, დოქებს და ჭინჭილებს არა ჰგავს?

ანი, ლაგვინებს და ჭურებს (ღვინის მოყვარული ხალხის მონაგონია უთუოდ).

ღ, ყ, ლ, დ, - წათებს, წერაქვებსა და ჩაქუჩებს. ეს მელითონეთა და რვალის ხუროთა მიერ მონაგონია.

ნის,

ანის,

არის,

არის,

ინის,

არის,

ილის,

არის კლერტოები ლეკურებს, ხმლებს, სატევრებს, წათებს და ხელშუბებს მაგონებს.

აჰა, მოდიან ღეროვანი ასოების ლეგიონები. ისინი ხან ლელივით იკეცებიან, ხანაც ცხენოსანი ჯარის პიკეტებსავით მოემართებიან ამპარტავნად ზეაღმართულნი.

და ამ -ს, -ს, -ს, პაწია მარყუჟები ვაზისადმი სიყვარულის ანარეკლია (ამ დიონისურ ქვეყანში წარმოშობილი).

კლერტო აესი მონადირე ტომის ტრფიალს გამოხატავს, ირმებისა და ჯიხვების რქებისადმი ტრფიალს.

ეს თავმოდრეკილი ონები, ანები, ასები ჩვენს გუთნებს, აჩაჩებს ა კავებს მაგონებს.

ხოლო ინი, ინი პირწავარდნილი ნალია ცხენისა. ვინ იცის, ეგებ ცხენოსან ერს თან მოეტანოს იგი მესოპოტამიიდან ომითა და ზათქით წამოსულს. განუსაზღვრელად მახარებს მათი მზერა და მათი დაწერა და ამიტომაც მოცლილ ბალღსავით ვეთამაშები ქართულ ასოებს, და განზრახული მაქვს უთუოდ დავწერო ანბანთა ქება... ქებაჲ დიდებულისა ქართულისა ენისაჲ.

 

*ინტერმეცცო - მცირე ზომის დამოუკიდებელი ნაწარმოები, რომელიც ჩართულია რაიმე ნაწარმოების ორ ნაწილს შორის.
*გეორგოს - ქართულად ნიშნავს „მიწისმომქმედს“