ქეთევან ჭილაშვილი

გულკეთილი ბიჭუნა

მამამ ნოდარს სათამაშოები მოუტანა.

- რა კარგია, მოტორიანი ნავი! – ბიჭუნამ ნავი ხელში აიტაცა და გახარებულმა გივისთან შეირბინა.

მეგობრებმა გულდასმით დაათვალიერეს სათამაშო, მერე მომართეს და წყლით სავსე აბაზანაში ჩაუშვეს.

მიცურავს, მიცურავს! – ცქმუტავდნენ ბავშვები.

- ნოდარ, მეც რომ მქონდეს ნავი, შევაჯიბრებდით! – გულნაკლულად უთხრა გივიმ.

მამა შენც მოგიტანს ნავს, - დააპირა ნოდარმა თქმა, მაგრამ გაახსენდა, გივის მამა არ ჰყვადა.

- გივი, ეს ნავი შენი იყოს, მე მამა კიდევ მიყიდის! – ნოდარმა სათამაშო აბაზანაში დატოვა და შინ წამოვიდა.

- კიდევ მიყიდე რა, ისეთი ნავი? – მოწიწებით სთხოვა ნოდარმა მამას.

- რად გინდა ორი ერთნაირი სათამაშო? გაიკვირვა მამამ.

- ის გივის ვაჩუქე. მამა არა ჰყავს!

კარგად მოქცეულხარ! – შეაქო მამამ და სათამაშოს შეჰპირდა.